არ არსებობს იარაღი, რომელსაც შეუძლია ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს - პესკოვი
ამერიკული „აბრამსის“ ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ ისინი დაიწვებიან ისე, როგორც უკრაინისთვის დასავლეთისგან მიწოდებული სხვა ნებისმიერი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია ბრძოლის ველზე.
„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. ასეთი იარაღი არ არსებობს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.