ირლანდიის პოლიციამ 2,2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულება 157 მილიონი ევროა
ირლანდიის პოლიციამ 2,2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულება 157 მილიონი ევროა. ინფორმაციას უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით newshub.ge ავრცელებს.
კომისრის თანაშემწე ჯასტინ კელიმ თქვა, რომ ნარკოტიკები ირლანდიაში სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა.
ირლანდიის საზღვაო სამსახურის მეთაურმა ჩატარებულ ოპერაციას „უაღრესად რთული“ უწოდა.
ამასთან, მანამდე ესპანეთმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია ე.წ. „ბალკანური კარტელის“ წევრების დაკავებისა და 700 კგ კოკაინის ამოღების შესახებ.