თეგებით ძიება

არ დავუშვებთ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ - პრემიერი

მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ. ყველა დაისჯება სამაგალითოდ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება. სუსს აქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, რისი საზოგადოებისთვის გაზიარებაც ამ ეტაპზე ჩაითვალა მიზანშეწონილად. ის, რომ გარკვეული რადიკალური ჯგუფები დესტაბილიზაციას, არეულობას და ქაოსის შემოტანას ცდილობდნენ და ცდილობენ, არ არის ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს, მე ვგულიხსმობ მიხეილ სააკაშვილს, მისი რადიკალური ანარქისტული ჯგუფების ჩართულობით, ეს არასოდეს გამოუვიდათ და არც გამოუვათ. მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ არ დავუშვებთ, ვიღაც არარაობებმა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედმა მტრებმა ქვეყანაში რაიმე ტიპის არეულობა შემოიტანონ. ყველა დაისჯება სამაგალითოდ. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს. ჩვენი სპეცსამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას. ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაფიქსირებული და იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა