თეგებით ძიება

"მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა. ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ერთი ქალის ისტორიას იხსენებს.

"მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორზე ცხოვრობდა. ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი. ამ ორ წინადადებაში გასაკვირი არაფერია. მესამე ცოტათი გაგაოცებთ: კვირაში ერთხელ მამაკაცის გარეცხილ ტანსაცმელს ფენდა გასაშრობად. მეოთხე წინადადება კი გამაოგნებელი იქნება: ეს კაცი, მისი ქმარი, მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა. თუმცა ქსენია ვალიკოს ელოდა ბევრი წელი, ვიდრე სიკვდილამდე და ტანსაცმელს გარეცხილს ახვედრებდა.

ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის სიყვარული. ხოლო ვიღაცისთვის სიყვარულია სიგიჟე. და მაშინ ყველაფერი ლაგდება. ან ვერ ლაგდება. არ ვიცი. მე შემფასებლად ვერ გამოვდგები - ამბის მომყოლად მხოლოდ", - წერს კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა