გაურკვევლობის დრო დასრულდა - როგორია ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი?
გახშირდება კომუნიკაცია, მოიმატებს შეხვედრები – საქმიანიც და მეგობრულიც. შეიძლება გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება, დაიწყოთ ახალი პროფესიის ათვისება. შეიძენთ საჭირო ნივთებს. გაიცნობთ საჭირო ადამიანებს. გახშირდება გადაადგილება. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად:
3 ოქტომბერი – შავი მთვარე (ლილიტი) გადავა ქალწულის ნიშანში. ლომებო, გილოცავთ, ცდუნებების, შიშებისა და გაურკვევლობების დრო დასრულდა. ლილიტი ტოვებს თქვენს ნიშანს, სადაც ბოლო 9 თვე გაატარა, მაგრამ ახლა გადადის თქვენს ფინანსურ სექტორში, ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ უსიამოვნებები და დაგვიანებები იქნება დაკავშირებული ფულთან. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს. გადაამოწმეთ ყველა ჩეკი და ანგარიშის ნომერი.
5 ოქტომბერი – მარსი დაღმავალ კარმულ კვანძთან ქმნის ასპექტს. შეძლებთ იოლი გამოსავლის მოძენას რთული სიტუაციიდან. უნდა გამოავლინოთ დიპლომატიურობა, რომ მშვიდად მოაგვაროთ რთული საკითხები. თუ ზოგიერთ მეგობართან დაასრულებთ ურთიერთობას ნუ გაეკიდებით, გაუშვით, მან თავისი დრო ამოწურა.
5 ოქტომბერი – მერკური გადადის სასწორში. მოიმატებს შეხვედრებისა და ინფორმაციის რაოდენობა, იყავით დაკვირვებული და ფრთხილი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. დაგებადებათ ახალი იდეები. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს. საუკეთესო დროა სწავლის დასაწყებად ან ბიზნესსაქმიანობის. ამასთან, გამონახეთ დრო რარაც ლამაზის შესაქმნელად, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული ან წერასთან, ან ხატვასთან, ხელსაქმესთან.