პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნა წესით 14-15 ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს - საკონსტიტუციოს მოსამართლე
პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნა წესით 14-15 ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.
შეფასებას, არის თუ არა საქმე იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის მასალა, თევდორაშვილი ამბობს, რომ მხარეებს უფლება აქვთ შეფასებების გაკეთების.
„საქმე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და სასამართლო დასკვნას მოამზადებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში. ბუნებრივია, ერთი თვე სარჩელის სასამართლოში შემოსვლიდან აითვალა და ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, 14-15 ოქტომბრისთვის დასკვნა წესით მზად უნდა იყოს სასამართლოში. რაც შეეხება იმ შეფასებას, არის თუ არა ეს საქმე იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის მასალა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ შეფასებები გააკეთონ“,- განაცხადა მოსამართლემ.
მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებას იხილავს.