საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადებს
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„საქმე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და სასამართლო დასკვნას მოამზადებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთთვიან ვადაში. ბუნებრივია, ერთი თვე სარჩელის სასამართლოში შემოსვლიდან აითვალა და ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, 14-15 ოქტომბრისთვის დასკვნა წესით მზად უნდა იყოს სასამართლოში. რაც შეეხება იმ შეფასებას, არის თუ არა ეს საქმე იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის მასალა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ შეფასებები გააკეთონ“,- განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებას იხილავს.