შესაძლოა, უკრაინა ევროკავშირის წევრი 2030 წლამდე გახდეს – შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლამდე გახდეს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუსას ისაუბრა.
"უკრაინა შეიძლება მართლაც გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს, თუ ორივე მხარე საშინაო დავალებას შეასრულებს.
უკრაინამ და ევროკავშირში გაწევრიანების სხვა კანდიდატებმა აქტიურად და სტაბილურად უნდა გაატარონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები". - თქვა მიშელმა.