ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს - რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა?
საგარეჯოში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა, რა დროსაც 28 წლის კაცმა 14 წლის ცოლი მოკლა მთელი საქართველო შეძრა.
14 წლის გოგონას მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
როგორც დამნაშავის მამამ თქვა, მომხდარის მიზეზი არ იცის.
„დანიშნულები იყვნენ და მოიყვანა. მაგარი გოგო იყო, მაგარი, იქ რა მოხდა, არ ვიცი.
იარაღი არ ვიცი, არავინ იცის, ალბათ იყიდა. ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს. ბიძის სახლში წაიყვანა გოგო და იქ მოხდა“ – ამბობს ბიჭის მამა.