თეგებით ძიება

5 ადგილი დედამიწაზე, სადაც ტურისტების შესვლა აკრძალულია (ფოტოები)

ვატიკანის საიდუმლო არქივი

 

ვატიკანის საიდუმლო არქივში სტუმრობა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია, რადგან მხოლოდ 75 წელზე უფროსი ასაკის მეცნიერებს აქვთ არქივის შესწავლის უფლება. ვატიკანის საიდუმლო არქივს შვეიცარიელი სამხედროები იცავენ. 

მაიას ყურის სანაპირო

 

2000 წელს გადაღებული ფილმის „პლაჟის“ შემდეგ,  ინდონეზიაში მაიას ყურე ცნობილი გახდა თავისი სუფთა წყლებით და თეთრი ქვიშით. ყურეს მილიონობით ტურისტი სტუმრობდა. მაიას ყურის ეკოსისტემა ნავების მოძრაობის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაბინძურდა, შედეგად კი მისი მარჯნის რიფების 80% განადგურდა. მას შემდეგ მაიას ყურეში ვიზიტორების შესვლა აიკრძალა. 

შოვეს გამოქვაბული

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე შოვეს გამოქვაბულის კედლებზე მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული ფიგურული ნახატებია. გარდა ამისა, მღვიმეში ზედა პალეოლითის პერიოდის სხვა ნიშნებიც ჩანს. ისტორიული მნიშვნელობის გამო, შოვეს მღვიმის საჯარო დათვალიერება აკრძალულია. ტექნიკა და ხელსაწყოები, რომლებიც შოვეს მღვიმის კედლებზე ილუსტრაციებისთვის გამოიყენეს, მრავალფეროვანია, ხოლო თავად ხელოვნება პალეოლითის ხანის საზოგადოებას და მოვლენებს ასახავს.

„პლუტონის კარიბჭე“

 

„პლუტონის კარიბჭე“, რომელსაც ასევე „პლუტონიონი იერაპოლისში“ ჰქვია, 1960-იან წლებში იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს. გათხრები თურქეთის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც იერაპოლისში პლუტონის თაყვანისმცემლებისთვის განკუთვნილი პლუტონიონი (რელიგიური საკურთხეველი) აღმოჩნდა. როგორც ბერძნულ, ისე რომაულ რელიგიებში გავრცელებული იყო ჭორები, რომ პატარა გამოქვაბული ქვესკნელის პორტალი [მთავარი შესასვლელი] იყო. 2022 წლიდან საზოგადოებისთვის გამოქვაბულის ექსტერიერი გახსნილია, თუმცა „პლუტონის კარიბჭის“ დიდი ნაწილი „ცნობისმოყვარე თვალებისგან“ დაცულია, რათა ის დაუზიანებლად შენარჩუნდეს. 

სურტსის კუნძული

 

სურტსის ვულკანური კუნძული ისლანდიაში მდებარეობს, თუმცა მისი ნახვა ვიზიტორებისთვის აკრძალულია. კუნძული 60-იანი წლების შუა ხანებში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოყალიბდა. ვულკანის ამოფრქვევა ზღვის დონიდან ათეულობით მეტრის სიღრმიდან დაიწყო. 

სურტსის მინიჭებული აქვს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორებს მისი ნახვა ეკრძალებათ, რათა არ დაარღვიონ კუნძულის, როგორც ცოცხალი სამეცნიერო ლაბორატორიის სტატუსი. სურტსი მკვლევარებისთვის „ოქროს მაღარო“ იყო. მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ როგორ ახდენენ ცხოველები და მცენარეები ბუნებრივად, ადამიანის ჩარევის გარეშე, ახალი ადგილის კოლონიზაციას.

წყარო: https://tinyurl.com/2528d494 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა