თეგებით ძიება

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს - კაცი ამ დრომდე მიმალვაშია

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ, რამდენიმე საათის წინ მიიღო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბლოში მცხოვრები, 27 წლის ალიმ ასლანოვი ამ დრომდე მიმალვაშია.

პროკურატურამ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად საკმარისად მიიჩნია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11'109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.

ალიმ ასლანოვმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა. გამოძიება ქორწინების იძულების მუხლითაც მიმდინარეობს.

გამოკითხეს იმ სკოლის დირექტორი, სადაც 14 წლის გოგო თითქმის ორი თვის განმავლობაში არ დადიოდა, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

არსებული ინფორმაციით, ქორწინებიდან თავის დაღწევის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 6 ოქტომბერს, გოგონამ ქმრის ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს გაქცევა სცადა. კაცმა ის ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა