უკრაინაში ავარიის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დაშავდა - მისი მდგომარეობა მძიმეა
ლვოვში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე 8 ოქტომბერს მოხდა. რა დროსაც ერთმანეთს ჰიუნდაისა და აუდის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა.
ეკა ტყეშელაშვილის უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.
tvpirveli.ge