სასიხარულო ამბავი - მამა თეიმურაზ ქორიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
მამა თეიმურაზ ქორიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსენეს, მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მამა ლუკამ განუცხადა.
"ჯერ კლინიკიდან არ გაუწერიათ თუმცა, გვაქვს წინსვლა, მოიხსნა ხელოვნური სუნთქვიდან. კარგად არის, გონზეა, საუბრობს, თავად სუნთქავს. სისუსტე მაინც აქვს, რადგან იმხელა ანთება აქვს ფილტვზე, ველოდებით მის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მამამ ლუკამ.