თეგებით ძიება

საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს სტატუსს, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მაღალია - ვიქტორ ორბანი

საქართველოში მყოფმა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდამჭერია. მისივე თქმით, სამართლიანი იქნება საქართველოს მიეცეს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება, რაც მისი თქმით, ევროპულ ინტერესებშიცაა.

"უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდა, უკანასკნელი 20 წლის, შეიძლება მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნიათ ამბიციები, თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის, დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას.

ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას გააჩნია არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით, მიიღეს ეს სტატუტის. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ მართალია, ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია. დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის რაც მოხდა არის საკმაოდ უსამართლო თქვენ ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე", - თქვა ორბანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა