დეპრესია, ალკოჰოლიზმი, აგრესია - რატომ არ შეიძლება ბავშვის ცემა?
ზოგი მშობელი დარწმუნებულია, რომ ჯიუტი ბავშვის ცემა, ჭკუის სწავლების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მართლაც, საკმარისია ერთი-ორჯერ წამოარტყათ ბავშვს და ის მაშინვე დამჯერი ხდება. თუმცა, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ფიზიკური დასჯა ნეგატიურად მოქმედებს მცირეწლოვანზე და სერიოზულ ტრავმას აყენებს მის ფსიქიკას.
2016 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც დეტალურად იყო გაანალიზებული 75 კვლევა ამ თემაზე. მოკლე დასკვნა ასეთია: „მიტყეპის“ პრაქტიკა ბავშვისთვის შეიძლება სხვადასხვა არასასურველი შედეგით დასრულდეს და თითქმის ნამდვილად - არანაირ სიკეთეს მისი აღზრდისთვის არ მოიტანს.
არასასურველი შედეგები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. თუ „მიტყეპა“ აღზრდის ტრადიციული მეთოდი ხდება, ეს ძალიან ცვლის მშობელს და ბავშვს შორის ურთიერთობას: მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება შიში. ნელ-ნელა ბავშვი (გოგო ან ბიჭი) იწყებს ფიქრს, რომ ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება ძალით, თანაც მათთანაც, ვინც გიყვარს.
არსებობს კვლევები, რომელთა თანახმად, ბავშვები, რომლებსაც სცემდნენ, უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ, ალკოჰოზმისკენ და ზოგადად უფრო აგრესულები არიან და საბოლოოდ თავად უსწორდებიან ფიზიკურად საკუთარ შვილებს და პარტნიორებს. გარდა ამისა, მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ „მიტყეპა“ ღირსებისშემლახავია. ღირსების შელახვა კი ადამიანზე ცუდად მოქმედებს. უფრო მკაცრი ფიზიკური სასჯელი უარესი შედეგების მომტანია.
არსებობს სიტუაციები, როდესაც ბავშვი ისტერიკაშია და ამ მდგომარეობიდან მისი გამოყვანის საკმაოდ ეფექტიანი გზა „მიტყეპაა“. მაგრამ ნელ-ნელა ეს ეფექტი მცირდება და მშობელმა შეიძლება ძალიან იოლად ვენ განსაზრღვროს ზღვარი მიტყეპასა და ცემას შორის.
კვლევები ადასტურებს, რომ ხანგრძლივი აღმზრდელობითი ეფექტისათვის, ბავშვის ცუდი საქციელის კორექტირების ბევრად წარმატებული მეთოდები არსებობს. კერძოდ, ამერიკის პედიატრიის აკადემიაში მიაჩნიათ, რომ განრისხებული ბავშვის დროებითი იზოლაცია (მაგალითად, მის ოთახში) ან ბავშვის დატოვება მისთვის რაიმე სასურველის გარეშე, მიტყეპაზე ბევრად უკეთ მუშაობს და შედეგების თვალსაზრისით ნაკლებად საშიშია.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ცუდ ქცევასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი ბრძოლის გზა - კარგის სტიმულირებაა. მარტივად რომ ვთქვათ, ჯობს ბავშვი სწორი საქციელისთვის შეაქოთ, ვიდრე არასწორისათვის - დასაჯოთ.
მაგრამ თუ ნერვებმა გიმტყუნათ და ბავშვს მაინც დაარტყით, აუცილებლად დაელაპარაკეთ მას და განიხილეთ ის, რაც მოხდა. ბოდიში მოუხადეთ. აუხსენით რომ გიყვართ. და შეეცადეთ არ აქციოთ ძალადობა აღზრდის ინსტრუმენტად. ის ძალიან არ ამართლებს.