სამხრეთ ლიბანში "როიტერსის" ოპერატორი მოკლეს - რა განცხადებას ავრცელებს სააგენტო?
სამხრეთ ლიბანში მოკლეს სააგენტო "როიტერსის" ოპერატორი. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული ვიდეოგრაფი მოკლეს სამსახურებლივი მოვალეობის შესრულების დროს.
"ძალიან დამწუხრებულები ვართ ჩვენი ვიდეოგადამღების ისამ აბდალას გამო, რომელიც მოკლეს“, - ნათქვამია განცხადებაში
სააგენტოს ცნობით, ისამი იყო "როიტერსის" იმ ჯგუფის წევრი, რომლებიც სამხრეთ ლიბანში მუშაობდა. ვცდილობთ გავიგოთ დამატებით ინფორმაცია მომხდარის შესახებ. მხარს ვუჭერთ ისამების ოჯახს და კოლეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო ჯერჯერობით არ ასახელებს ვისი მხრიდან იყო თავდასხმა, რომელსაც ოპერატორი ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ სიკვიდლამდე ცოტა ხნით ადრე ოპერატორს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს ვიდეო, სადაც სამხრეთ ლიბანის ქალაქ ალმა ალ შააბში აფეთქება ჩანს.