თეგებით ძიება

აითაჯის საქმე - 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის ბიძა და ბიძაშვილი ბრალის წარდგენას ელოდებიან

აითაჯის საქმე - 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის ბიძა და ბიძაშვილი  ბრალის წარდგენას ელოდებიან. ეს ის ადამიანები არიან,  ვის სახლშიც  გატაცებული სკოლის მოსწავლე  ე.წ. ქმარმა მიიყვანა. დანაშაულის შეუტყობინებლობა - ეს არის ბრალი, რომელსაც დაკავებულ კაცებს ედავებიან. ახლა საინტერესოა, რას იტყვიან ბრალის წარდგენის შემდეგ განსასჯელის სკამიდან. 

ამ დრომდე უცნობია სკოლის დირექტორიის ამბავი. ჰამლეტ ისმაილოვით განათლების სამინისტრო უკვე დაინტერესდა, რაც არ გამორიცხავს იმას რომ საქმეში პოლიციაც ჩაერთოს.

დილიდან საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვები არ განახლებულა და სამმართველოში არც იმას ამბობენ, გაიზრდება თუ არა დაკავებულთა წრე.

აითაჯ შახმაროვას  მკვლელობაში ბრალდებული ე.წ ქმარის ოჯახი ადასტურებს, რომ კაცმა სწორედ ბიძის სახლში მიიყვანა გატაცებული გოგონა.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას  დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

აითაჯ შახმაროვას  მკვლელობაში  ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა