თეგებით ძიება

14 წლის აითაჯის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ - ადვოკატი

14 წლის აუტაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. 376-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ბრალდება გათვალისწინებული. ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბუნებრივია, ცნობილი იყო, არასრულწლოვანი რომ იყო გარდაცვლილი, აქედან გამომდინარე ბრალდების ნაწილში აღიარებენ. ბრალდების ნაწილში აღიარებენ. სავარაუდოდ სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება“, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა.

კახეთში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 13 ოქტომბერს დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა