თეგებით ძიება

„მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა“ - ტელეკომპანია "იმედს" ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს

ტელეკომპანია "იმედს" ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. ფარცხალაძე "იმედის კვირაში" კულტურის თემებს აშუქებდა.

"საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა. მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ - შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის... გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!

P.S. წარმატებას თუ მისურვებთ. გთხოვთ, სხვა შინაარსის კომენტარებიდან თავი შეიკავოთ" - წერს ქეთი ფარცხალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა