თეგებით ძიება

მასონი არა გარგლისკურკლისტოლა ბრილიანტი! თავს ნუ იშტერებთ! - რას წერს დემურ გიორხელიძე?

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ახლახან ერთმა ანონიმმა "შენიშვნა მომცა" - 

ამდენი ხანია წერ და ერთხელ არ გიხსენებია მასონები, 

ისინი განაგებენ სამყაროს, ზიან (ცხადია, ჭკვიანები და 

გენიოსები) და ახლა რუსებს ისევ იმპერიად აქცევენ, 

მერე დაშლიან, "ამას იმას უზამენ", "იმას კიდევ - იმის იმასო". 🙂

მოკლედ "აქეთ გორასა ფეხს ჰკრავენ", 

"იქეთ გორასა მიჯირყვნიან" და ა.შ. და ა.შ.

რა გითხრათ იცით,  აი ყველას -

გუშინ მასონების ოფისებში მთავარი მასონების 

კაბინეტებში ნამყოფ ხალხს და ინსტრუქციამიღებულ 

ხალხს, - 

გაუგებარი  საქმიანობისა და "კვალიფიკაციის" 

ადამიანებს, საჯაროდ როცა საუბრობთ ისეთ რამეზე, 

რაზეც წარმოდგენა არა გაქვთ, -  საკუთარ თავს ეცით 

პატივი.

ელემენტარული რამ უნდა იცოდე მაინც: 

ამ ერებსა და სახელმწიფოებს ვიღაც ჯგუფები ვერასდროს 

ათამაშებდნენ, - ისინი ცდილობდნენ (ძლიერი გავლენის 

ჯგუფები) საკუთარი ინტერესების ფარგლებში 

ემოქმედათ: რაღაც გამოსდით უტვინო ქვეყნების და

უტვინო ხალხის გამო, რაღაც არა. ახლა სხვა დონის

გადაწყობა ხდება მსოფლიო წესრიგისა და კეთილი 

ინებეთ - ბევრი იკითხეთ, თუ გაინტერესებთ და ბევრი იფიქრეთ წაკითხულზე.

ჩემს გვერდს კი რაც მეტს იკითხავთ, მით უკეთესი 

თქვენთვის: თუ რაიმეს დაწერთ, არ გზღუდავთ, მაგრამ

მხოლოდ საკუთარი თავის პატივისმცემელი ადამიანის შთაბეჭდილება მაინც დატოვეთ!

მასონი არ გარგლისკურკლისტოლა ბრილიანტი.

საქართველო - ჩვენი ქვეყანა მასონებმა ჩააგდეს ამ 

მდგომარეობაში, თუ ქართველმა უპასუხისმგებლო 

და სხვისმსახურმა ადამიანებმა? მასონებმა აიძულეს 

საქართველოდან 2 მლნ ადამიანი წასულიყო თუ შენივე არჩეულმა ხელისუფლებებმა (ხალხის არჩეულმა). ახლა არ დამიწყოთ აქ სისულელეები, - ჩვენ არ აგვირჩევია ხელისუფლებებიო!

თავს ნუ იშტერებთ!“ - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა