ხშირი დასჯა ხელს უწყობს ინფანტილიზმს - რჩევები მშობლებს
არ დავსაჯოთ ბავშვი, გამოვიჩინოთ მოთმინება. ეს ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც შეიძლება მშობელმა შვილისთვის გაიღოს.
– ავუხსნათ – აუხსენით ბავშვს, რატომაა მისი ქმედება არასწორი, მაგრამ ნუ იქნებით სიტყვაუხვი.
– გადავიტანოთ ყურადღება – შეეცადეთ შესთავაზოთ რაღაც უფრო საინტერესო;
– არ ავჩქარდეთ – ნუ იჩქარებთ დასჯას, დაიცადეთ, სანამ ამ ქმედებას კვლავ გაიმეორებს;
– დასაჩუქროთ ბავშვი – ბოლოს და ბოლოს, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე დასჯა.
. დასჯის სახედ ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამოყენებით თქვენ იმას აღწევთ, რომ მას თქვენი ეშინოდეს.
. ბავშვთან საკუთარი ხასიათის ცუდი თვისებების გამოვლენით მას ცუდ მაგალითს აძლევთ.
. ბავშვის ფიზიკური მეთოდებით დასჯა ყველაზე ნაკლებ ჭკუა-გონებას მოითხოვს მშობლისგან, ვიდრე სხვა მეთოდები.
. ფიზიკური დასჯა მხოლოდ გაამყარებს და არა აღმოფხვრის ბავშვის არასასურველ ქცევას.
. თუ ბავშვს ცხელ გულზე წამოარტყამთ, ეს ნიშნავს, რომ უფრო გიჭირთ თქვენი ემოციების მართვა.
. დისციპლინის ჩვევის გამომუშავებისთვის აუცილებელია – შეცვალოთ არა მხოლოდ ბავშვის ქცევა, არამედ მისი სურვილები.
. ხშირად დასჯა კი არ ასწორებს ქცევას, არამედ სახეს უცვლის მას.
. დასჯა აიძულებს ბავშვს, ეშინოდეს დაკარგოს მშობლის სიყვარული. ის გარიყულად გრძნობს თავს და იწყებს და-ძმაზე ეჭვიანობას, ზოგჯერ კი მშობლების მიმართაც იმავეს ავლენს.
. დასჯილ ბავშვს შესაძლოა, მტრული განწყობა დაეუფლოს მშობლების მიმართ. როგორც კი მასში ორი გრძნობა – სიყვარული და სიძულვილი გაერთიანდება, კონფლიქტი ადვილად წარმოიშობა.
. ხშირი დასჯა ხელს უწყობს ინფანტილიზმს.
. დასჯა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ბავშვმა ნებისმიერი მეთოდით ხშირად მიიქციოს მშობლის ყურადღებას.