იანვრიდან დღემდე CO-თი მოწამვლის ყველა - 12 შემთხვევა ნაქირავებ ბინებსა და კომერციულ ფართებში გამოვლინდა - „თბილისი ენერჯი“
2023 წლის პირველი იანვრიდან დღემდე CO-თი მოწამვლის 12 შემთხვევა აღირიცხა, აქედან ერთი ფატალურად დასრულდა. სტატისტიკური მონაცემები „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური სამსახურის დირექტორმა წარმოადგინა და დეტალებზე ისაუბრა.
კომპანიის ინფორმაციით, CO-თი მოწამვლის ყველა შემთხვევა ნაქირავებ ბინებსა და კომერციულ ფართებში გამოვლინდა.