საქართველოს მთავრობისგან რეფორმებზე კონცენტრირებას ველით - საფრანგეთის საელჩო
პრეზიდენტის გადაყენების მცდელობა მაშინ, როცა ქვეყანა სტატუსს ელოდება, გაუგებარია საფრანგეთის საელჩოსთვისაც. საგანგებო განცხადება დიპლომატიურმა უწყებამ დღეს გაავრცელა.
"საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა (2023 წლის 17 ოქტომბერი)
საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.
ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან, - ნათქვამია განცხადებაში.