თეგებით ძიება

3 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1436 ადამიანიდან, 1030 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1436 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 1030-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, აღნიშნულ სამ თვეში, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 6 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 3-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უწყების თანამშრომლებმა, მესამე კვარტალში, ყველაზე მეტი - 800 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 584-ს ჰქონდა.

რაც შეეხება ქალებს - ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან შემოწმებულ 37 ქალს შორის, ნარკოტიკული თრობა 10-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 6 თვეში, იანვრიდან ივნისის პერიოდის ჩათვლით, უწყებამ ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 2580 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 1896-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა