თეგებით ძიება

მოზარდი სკოლაში დანით შეიარაღებული დადიოდა, ამოიღო და დაარტყა - მარნეულში მოხდარი დანაშაულის დეტალები

14 წლის მოზარდმა თანატოლი სკოლაში დაჭრა. ფეხის არეში მიყენებული ჭრილობით სკოლის მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ტვ პირველის ინფორმაციით,  ფაქტი მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა. მოზარდები ერთმანეთს გაკვეთილების მსვლელობის დროს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ცივი იარაღი ამოიღო და თანატოლს დაარტყა. როგორ აღმოჩნდა, რომ მოზარდი სკოლაში დანით შეიარაღებული დადიოდა, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. დაჭრილი მოსწავლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში გაწერეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა