თეგებით ძიება
22. 10. 2023 მსოფლიო

იერიშების შედეგად "ჰამასის" სარაკეტო ძალების უფროსის მოადგილე და ათობით ტერორისტია მოკლული - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ღაზის სექტორში გვიან ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად "ჰამასის" სარაკეტო ძალების უფროსის მოადგილე და ათობით ტერორისტი მოკლეს - ამის შესახებ CNN ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელ, დანიელ ჰაგარზე დაყრდნობით წერს. 

ჰაგარის ცნობითვე, ღაზაში მძევლად მყოფთა რიცხვი 212-ს შეადგენს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა