თეგებით ძიება

გერმანიაში ქართველები ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ როზენჰაიმში 37 წლის და 32 წლის ქართველები ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის დააკავეს. მთავარი არხი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველებმა 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით როზენჰაიმის რაიონის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე მაღაზია გაძარცვეს, საიდანაც ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს. 

 გავრცელებული ინფორმაციით, ისინი 2023 წლის 17 ოქტომბერს, "ედეკას" მარკეტში ქურდობის მცდელობისას დააკავეს. ასევე მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი, 48 წლის უკრაინელი. 

ისინი როზენჰაიმის პოლიციამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა