თეგებით ძიება
26. 10. 2023 მსოფლიო

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სამხედრო ბაზად, ვაკვირდებით - ო’ბრაიენი

სენატში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში, საქართველოზე იმსჯელეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯეიმს ო’ბრაიენმა, "ფორმულას" ცნობით, თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია სამხედრო ბაზად გამოიყენოს.

ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ ამას ყურადღებით აკვირდებიან.

"საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სამხედრო ბაზად. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. არსებობს ბიზნესის მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა და ურჩევნიათ საქართველო იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ნაცრისფერ ზონაში. ამიტომ ჩვენ წამოვაყენეთ მათ მიმართ სანქციები და გარკვეული მოთხოვნები რეფორმებისთვის. ამ საკითხების გარშემო, ჩვენ სრულად ვმუშაობთ ევროკავშირში ჩვენს მეგობრებთან ერთად. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც გაუხსნის გზას ხსნის დაფინანსებებსა და ტექნიკურ დახმარებას. ჩვენ ვთქვით, რომ არის ღონისძიებების კომპლექტი, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს იმისთვის, რომ კანდიდატურა მოიპოვოს. ჩვენ არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს ინსტრუმენტებს და ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამ პროცესში", - თქვა მან.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, "შეთანხმებას" მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა