თეგებით ძიება
27. 10. 2023 მსოფლიო

„1000 ადამიანს დიალეზი ესაჭიროება, 30 დღენაკლული ბავშვი ინკუბატორშია, ხოლო კიბოთი დაავადებულ 2000 პირს სასწრაფო მკურნალობა სჭირდება“ - ჯანმო ღაზაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის უწყების გავრცელებულ მონაცემებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 7000 აჭარბებს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. 

ჯანმოს ინფორმაციით, მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაშავდა 18 482 და მათგან კვლავ მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვები წარმოადგენენ. 

35 საავადმყოფოდან 23 ჯერ კიდევ ნაწილობრივ ფუნქციონირებს - სხვები, ისევე როგორც დანარჩენი კლინიკები დახურვის პირას არის. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ღაზაში 1000 ადამიანს დიალეზი, კიბოთი დაავადებულ 2000 პირს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება, ხოლო 30 დღენაკლული ბავშვი ინკუბატორშია.

ღაზაში 1000 ადამიანს ესაჭიროება დიალიზი, 30 დღენაკლული ბავშვი იმყოფება ინკუბატორებში და კიბოთი დაავადებულ 2000 ადამიანს  სასწრაფო მკურნალობას.

„ამ ყველაფერთან გამკლავება საწვავის და გენერატორების გარეშე შეუძლებელია“, - აცხადებენ ჯანმოში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა