თეგებით ძიება
02. 11. 2023 მსოფლიო

მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთობის გააქტიურების შესახებ - ბელარუსის საგარეო საქართველოზე

საქართველო და ბელარუსი შეთანხმდნენ, რომ საერთო ინტერესების საკითხებზე ურთიერთობა გააღრმაონ - ამის შესახებ განცხადებას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 31 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იგორ ნაზარუკსა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი საგანელიძეს შორის.

"შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუს-საქართველოს შორის დიალოგის აქტუალური საკითხები განიხილეს. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის საკითხებზე ურთიერთობის გააქტიურების შესახებ", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი დიპლომატის იგორ ნაზარუკთან შეხვედრას წინ უძღოდა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დელეგაციის ვიზიტი მინსკში. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ბელარუსში 28 ოქტომბერს ჩავიდნენ და 29 ოქტომბრის ჩათვლით მართავდნენ შეხვედრებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა