კლინიკიდან გაქცეული და შემდეგ დაკავებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია - პატიმარი ცნობილი მომღერლის შვილია?
ცნობილია დაკავებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთის ვინაობა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ნიკა თოიძეა.
21 წლის ნიკა თოიძე მუსიკალური ჯგუფის “წერილი” მომღერლის გია თოიძის შვილია.
თოიძე, 2 წლის წინ, არასრულწლოვანის დაჭრისთვის დააკავეს.
მან 17 წლის ბიჭი ნუცუბიძის პლატოზე ცივი იარაღით დაჭრა.