თეგებით ძიება

ზუგდიდი-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს მანქანა დაუწვეს

ხობის სოფელ ხამისკურში, დამირ ქირიას მიკროავტობუსი დაუწვეს. ოჯახმა ცეცხლი გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე შენიშნა. 

მათი ინფორმაციით, მანქანა გამართული იყო და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ცეცხლი გასჩენოდა. 

ოჯახი მომხდარს ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსების მძღოლებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს. ბოლო პერიოდში ქალაქში რამდენიმე სადგური გაიხსნა, მათ შორის ერთ-ერთი "ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურანტი ბიზნესმენის, მარლენ მეტონიძის სახელს უკავშირდება. სადგური სხვის სახელზეა გახსნილი. 

მძღოლების ნაწილი ახალ სადგურში გადავიდა, ნაწილი ძველში დარჩა, რის გამოც 2-3 თვეა დაპირისპირებაა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მანქანა ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა