თეგებით ძიება
10. 11. 2023 მსოფლიო

ავიაკატასტროფის შემდეგ ქალმა ჯუნგლებში 192 საათი მარტომ გაატარა

1992 წლის ნოემბერში, ანეტ ჰერფკენსი მიფრინავდა თავის საქმროსთან ერთად, როდესაც მათი თვითმფრინავი ჯუნგლებში ჩავარდა და ჰერფკენსი ერთადერთი გადარჩენილი აღმოჩნდა. 

როცა გონს მოვიდა, ქალი ჯუნგლებში იყო, მკვდრებით გარშემორტყმული და თავადაც კვდებოდა. 

მომდევნო 192 საათის განმავლობაში იგი თავის გადარჩენას ცდილობდა. ფრენიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ თვითმფრინავი მოულოდნელად დაეცა.

ჰერფკენსს თეძოსა და მუხლის 12 ძვალი ჰქონდა მოტეხილი, ყბა ჩამოკიდებული იყო და ერთი ფილტვი ჩამოშლილი ჰქონდა.

თუმცა, თვითმფრინავში ყველა არ დაღუპულა. ჰერფკენსთან ერთად იყო ვიეტნამელი ბიზნესმენი, რომელიც მას ეუბნებოდა, რომ სამაშველო გზაში იყო და მას შარვალიც კი აჩუქა. მაგრამ ბიზნესმენი დასუსტდა. ის და სხვა გადარჩენილები სათითაოდ ნელ-ნელა დაიღუპნენ. ამის შემდეგ ანეტ ჰერფკენსი მარტო დარჩა ჯუნგლებში.

”შემდეგი დღეების განმავლობაში კონცენტრირება მოვახდინე ჩემს გადარჩენაზე. მე მჯეროდა, რომ მიპოვნიდნენ... ცუდზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი - ვეფხვი თუ მოვა, მასაც გავუმკვლავდებოდი...“, - იხსენებდა იგი მოგვიანებით. 

მან თვითმფრინავიდან საიზოლაციო მასალა ამოიღო და ჭრილობების დამუშავება დაიწყო. რვა საშინელი დღის შემდეგ, იგი ვიეტნამელმა პოლიციელმა იპოვა, თუმცა თავიდან შეეშინდა და გაიქცა. 

„მან პირველად იფიქრა, რომ მე მოჩვენება ვიყავი - მანამდე არასდროს უნახავს თეთრკანიანი ქალი. მაგრამ მამაკაცმა შეატყობინა სხვა ადგილობრივ ხელისუფლებას და დაბრუნდა", - განმარტა ჰერფკენსმა.

ტრავმების მიუხედავად  ანეტ ჰერფკენსის ცხოვრება გაგრძელდა. ნორმალურობის საძიებლად, იგი დაუბრუნდა სამსახურს მადრიდში, შემდეგ კი დაქორწინდა კოლეგაზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. ისინი დასახლდნენ ნიუ-იორკში, სადაც ჰერფკენსმა ყურადღება გაამახვილა ოჯახის აღზრდაზე და აუტიზმის დიაგნოზით შვილზე ზრუნვაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა