"ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა" - მამა თეიმურაზ ქორიძე გამოჯანმრთელდა
29 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გამოჯამრთელდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს.
"მადლობა უფალს.
ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა.
ეს თქვენი სიყვარულია!
თქვენი თანადგომა უზომოდ მაძლიერებდა იმ მძიმე დღეებში, როდესაც ჩემთვის დრო გაჩერებული იყო და ღვთის უდიდეს წყალობას მინდობილი, თქვენი სიყვარული იყო ის ძალა, რომელიც არ მაძლევდა უფლებას მოვდუნებულიყავი.
მადლობა უფალს. მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ყველა ჩემთვის მლოცველს. მადლობა ექიმებს დაუღალავი შრომისათვის. ახლა სახლში ვარ და აქ განვაგრძობ მკურნალობას. მაპატიეთ, ყველა შეტყობინებას პირადად, რომ ვერ ვპასუხობ.
მიყვარხართ უმიზეზოდ !", - წერს მამა თეიმურაზ ქორიძე.