თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს
თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაჭრას წინ უძღოდა ძაღლთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.