თეგებით ძიება

პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და ადევნების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით  დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულთან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და მუქარით ცდილობდა ქორწინებაზე მის იძულებას. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებული ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 13 ნოემბერს დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება) და 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა