მომავალი, რომლისთვისაც ევრომაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ღირსების, სიამაყის, თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ზამთრის ცივმა ღამეებმა სამუდამოდ შეცვალა ევროპა. დღეს ეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე. უკრაინა ეკუთვნის ევროპას და ჩვენი მომავალი გვეკუთვნის ჩვენ. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, საბოლოოდ დაიწყო“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
Ten years of dignity.
Of pride.
Of striving for freedom.
The cold winter nights of Euromaidan have changed Europe forever.
Today, it is clearer than ever.
The future of Ukraine is in the European Union.
The future that the Maidan fought for has finally begun. pic.twitter.com/Z0xD4Ss3Qs — Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 21, 2023