თეგებით ძიება

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ქალი და გოგონა გასულს წელს მოკლეს - გაერო

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პრესრელიზის თანახმად, გასულ წელს განზრახ დაახლოებით 89 000 ქალი და გოგონა მოკლეს, რაც ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ამჟამად არსებული მონაცემებით, ქალთა და გოგონათა მკვლელობების ზრდა მკვლელობების საერთო რაოდენობის შემცირების  ფონზე მოხდა.  

განზრახ მკვლელობის 55% ჩადენილია ოჯახის წევრების ან ინტიმური პარტნიორების მიერ, რაც ხაზს უსვამს შემაშფოთებელ რეალობას, რომ სახლი ქალებისა და გოგონებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი ხშირად არ არის. 48 800 მოკლული ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 133 ქალს ან გოგონას კლავენ საკუთარ სახლში. ამის საპირისპიროდ, მამაკაცთა მკვლელობების საერთო რაოდენობიდან სახლში 12% მოხდა.

წყარო: აიპრესი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა