თეგებით ძიება
29. 11. 2023 ვიდეო

"22- ჯერ წავიდა და დაბრუნდა, რას ვიზამ ახლა არ ვიცი, განადგურებულები ვართ" - რას ამბობს ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მამა? (ვიდეო)

35 წლის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა კლინიკაში რჩება. დუნია მალიევას მდგომარეობა მძიმეა.  მომხდარის შესახებ დაჭრილის მამა საუბრობს და ამბობს, რომ მის შვილს ქმართან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა: 

"გოგო დიდი ხანია გავათხოვე და გამოიქცა, მერე დაბრუნდა და კიდევ გამოიქცა. 22- ჯერ წავიდა და დაბრუნდა. ვეხვეწე რომ შვილი გყავს ამის გამო ნუ გამოიქცევი, დარჩი ქმართან და მაინც არ დარჩა. ბოლოს რომ გამოიქცა, ქმარმა წაიყვანა უკან და გამიხარდა, რომ იქნებ მოგვარდეს არსებული პრობლემა თუმცა გოგომ  ამაზე უარი თქვა. გაყვა იმ ბიჭს რომლის სახელიც არ ვიცი ვინ არის საერთოდ. იმ ბიჭის სახლში მოხდა ეს ამბავი იქ ესროლაო ყოფილმა ქმარმა ორივეს. გუშინ ღამე გავიგე ეს უბედურება. არ ვიცი ახლა სად არის ჩემი გოგო გადაყვანილი. ალბათ ვერ შეეგუა ქმარს, რაღაც უთანხმოება ჰქონდათ ოჯახში და მაგიტომ ვერ ჩერდებოდა იქ. თავისი თავიც და მეც დამღუპა. პატარა ბავშვები ჰყავს. რას ვიზამ ახლა არ ვიცი განადგურებულები ვართ." ამბობს ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მამა. 

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ  თულარში, გასულ ღამეს მოხდა. კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა. მოკლულია 36 წლის იაშარ ჯაფაროვი. სავარაუდო დამნაშავე კი 40 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია.

დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ოპერაცია გაუკეთეს და  საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში რჩება. დამნაშავე კი ამ დრომდე თავისუფალია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით დაიწყო.

მოკლულის ოჯახი შურისძიებაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა.

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა