თეგებით ძიება

ისრაელის განცხადებით ღაზის სექტორში 137 მძევალი რჩება, მათ შორის ორი ბავშვია

ისრაელური მხარის ინფორმაციით, 110 მძევლის დაბრუნების შემდეგ ღაზის სექტორში კიდევ 137 მძევალი რჩება. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.

ისრაელის მთავრობის პრესმდივნის, ეილონ ლევის განცხადებით, ღაზის სექტორში მყოფ 137 მძევალს შორის 115 კაცი, 20 ქალი და 2 ბავშვია. 10 მძევალი 75 წელს არის გადაცილებული, 126 ადამიანი ისრაელის, 11 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ყველაზე ახალგაზრდა მძევალი 10 თვის კფირ ბიბასია, რომელთან ერთადაც „ჰამასის“ ტყვეობაში მისი 4 წლის ძმა არიელი და მათი დედა შირი ბიბასი არიან.

ეილონ ლევის განცხადებით, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ 7 ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა