თეგებით ძიება
01. 12. 2023 მსოფლიო

რუსეთი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოდან გარიცხეს

რუსეთი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოდან გარიცხეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფაქტს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი და წერს, რომ საბჭომ 2024-2025 წლის ახალი შემადგენლობა აირჩია, სადაც რუსეთი არ არის. 

"საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეამ ახლახან აირჩია IMO-ს საბჭოს ახალი შემადგენლობა 2024-2025 წლებში. რუსეთის გარეშე", - წერს ზელენსკი.

ზელენსკის შეფასებით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში არავის მოუტანია იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე რუსეთს. მან ასევე  მადლობა გადაუხადა IMO-ს წევრებს ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ნოემბერში, ისტორიაში პირველად, რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდანაც გარიცხეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა