თეგებით ძიება

შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები გაერთიანდეს, თუმცა მათ გამარჯვების შესაძლებლობა არ ექნებათ - კალაძე

შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს, თუმცა მათ გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„შეიძლება რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს ამ ადამიანის ირგვლივ, შემოიკრიბოს. დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, თუმცა არანაირი რესურსი და არანაირი შესაძლებლობა გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის მათ არ ექნებათ,“ - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, პრეზიდენტის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კალაძე აღნიშნავს, რომ არ აქვს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ გადადგება თუ არა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა