თეგებით ძიება

“საცობების წამალი გზების დავიწროებაა და არა გაფართოება, დიახ, არ მოგესმათ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

“ახლა ამ სურათის მაგალითზე აგიხსნით, რატომ არის საცობების წამალი გზების დავიწროება და არა გაფართოება.

დიახ, არ მოგესმათ, დავიწროება! 

მაშ ასე: როგორც ყველგან აღმაშნებლის ხეივანშიც საცობს იწვევს ძაბრი ანუ როცა ფართო გზა სადღაც მთავრდება და იწყება უფრო ვიწრო, იქ წამროიშვება ძაბრის ყელი და შესაბამისად ხდება შეგუბება.

აღმააშნებლის ხეივანი, როგორც ხედავთ, არის ხუთ ზოლიანი და მიიხედავად ხუთი ზოლისა, იქ სულ საცობია, რადგან ის ქუჩა, რომელიც აღმაშნებლის ძეგლის მერე იწყება, არის სამ ზოლიანი. თითქოს ამ ხუთი ზოლიდან ორი დიდუბეში უნდა უხვევდეს, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც წინ მიდის და იჭედება ძაბრის ყელში.

ძაბრის ეფექტი რომ არ მივიღოთ, ამისთვის ორი გზა არსებობს: გავაფართოოთ ვიწრო გზა, ან დავავიწროვოთ ფართო. თუ თქვენ მეტყვით, აღმაშნებლის ძეგლიდან “ვეფხი და მოყმის” ძეგლამდე რანაირად გახდით სამ ზოლიან გზას ხუთ ზოლიანად, მოვკაკვავ თითს. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, იქ ამის ადგილი არაა. შესაბამისად რჩება მეორე გზა: ხუთ ზოლიანის დავიწროება. 

ანუ აღმაშნებლის ხეივანში მთელ გაყოლებაზე უნდა დაიხაზოს ბასლეინი, რაც ერთ ზოლს მოაკლებს, დარჩენილი ოთხიდან ერთი მოუხვევს დიდუბისკენ.

სულ ესაა.”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა