მელიას განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წარსული, ისე მოიხსენია - მაჭარაშვილი
„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ნიკა მელია უკვე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებს, როგორც წარსულს და ამ შემთხვევაში ის არ იქნება გამონაკლისი.
„მელიას განცხადებაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე, როგორც წარსული, ისე მოიხსენია. ეს ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკური პარტიის ლოგიკური დასასრული იქნება ის, რომ გაქრება პოლიტიკური ველიდან. ნიკა მელია უკვე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებს, როგორც წარსულს და ამ შემთხვევაში ის არ იქნება გამონაკლისი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.