უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება საშინელი შეცდომა იქნება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ - ვიქტორ ორბანი
უნგრეთი ერთგული რჩება თავისი მიდგომის, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის გაწევრიანების საკითხზე და ამის ნაცვლად უნდა იმუშაოს კიევტან სტრატეგიულ პარტნიორობაზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ გამოცემა Mandiner-ს განუცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის გაწევრიანების საკითხი უნდა მოიხსნას ევროკავშირის სამიტის დრის წესრიგიდან, ვინაიდან უნგრეთი არ დაუჭერს მხარს მოლაპარაკებების დაწყებას.
„ევროკავშირი ემზადება საშინელი შეცდომის დასაშვებად და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 26 წევრ ქვეყანას ამ შეცდომის დაშვება სურს“, - განაცხადა ორბანმა.