ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ორბანის, შოლცის, მაკრონისა და მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დაინიშნა
ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დაინიშნა.
ამის გამო სამიტი დაახლოებით 45 წუთის დაგვიანებით დაიწყება.
დიდი ალბათობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია იქნება. ოფიციალური ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და ამის ნაცვლად ევროკავშირმა უნდა იმუშაოს კიევთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.