თეგებით ძიება
18. 12. 2023 მსოფლიო

FORBES-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა, სადაც ილონ მასკი პირველ ადგილზეა

Forbes-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ცვლილებები შეიტანა. 2023 წლის ბოლოსთვის სიის სათავეში კვლავ ილონ მასკია, მისი ქონება $254.9 მილიარდს შეადგენს.

წლის მსვლელობისას მასკმა ცოტა ხნით პირველობა დაკარგა. აპრილში პირველ ადგილზე გადავიდა კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის მფლობელი და ხელმძღვანელი ბერნარ არნო, თუმცა მასკმა პირველობა სექტემბერში დაიბრუნა.

ამ დროისთვის ყველაზე მდიდარი ადამიანების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ილონ მასკი – $254.9 მილიარდი

ბერნარ არნო – $202.4 მილიარდი

ჯეფ ბეზოსი – $172.3 მილიარდი

ლარი ელისონი – $133.2 მილიარდი

უორენ ბაფეტი – $119 მილიარდი

ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სრულ სიას გაეცანით ამ ბმულზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა