თეგებით ძიება

თურმე ჩემს შვილზე ძალადობდა, წამალდამოკიდებული გამხდარა, ფულს სთხოვდა - საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის დედა

საფრანგეთის ქალაქ ტულონში ქმრის მკვლელობის ბრალდებით ქართველი ქალი  დააკავეს. ინფორმაცია ფრანგულ მედიაში გავრცელდა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს, რომლებიც ამჟამად თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ძალადობა უარყო.

დაკავებული ქალის დედა "მთავარ არხთან" ამბობს, რომ კაცი მის შვილზე ძალადობდა და წყვილს შორის ხშირად იყო კონფლიქტი. ქალი ამბობს, რომ კაცი ნარკოდამოკიდებული იყო, ის ვარაუდობს, რომ შეიძლება გარდაცვალების მიზეზი აღნიშნული გამხდარიყო.

"ინვალიდი შვილი ჰყავდათ და იმის თაობაზე წავიდნენ. თურმე ჩემს შვილზე ძალადობდა, არ აყენებდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფული მოიტანე, იმას დაესესხე, იქიდან მომიტანე, აქედან მომიტანე და სულ ჩხუბი და რაღაცა ჰქონიათ. დამტკიცებული ბრალი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათას დარდ და პრობლემა გადავლილი და როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა, დაამტკიცებს ალბათ გამოძიება. გაქცეული არსად არ ყოფილა, ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი და ის გარდაცვლილი იყოო. მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე, არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვების წინაშე რა უნდა ვთქვა. ბავშვები გადაყვანილები არიან თავშესაფარია, თუ რა ჰქვია არ ვიცი, ამ წუთას არის ყველა ერთად. ეს ცხონებული წასული ყოფილა სახლიდან, ჩემმა შვილმა ორი ბავშვი გაიყოლა და სულ უფროს ბიჭს ავადმყოფები დაუტოვა და დაეძებდა ქუჩა-ქუჩა, რომ ნარკოტიკებზე იყო წასული იცოდა თურმე და ჩვენთან ამას მალავდა", - ამბობს დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა