თეგებით ძიება
22. 12. 2023 მსოფლიო

რუსეთში კვერცხი იმიტომ გაძვირდა, რომ ცხოვრების ხარისხმა აიწია - დუმის წევრი

რუსეთში ქათმის კვერცხის გაძვირება იმით არის გამოწვეული, რომ მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხი ამაღლდა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის მრეწველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ გუტენევმა განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მისი თქმით, სპეციალისტებმა კვერცხზე მოთხოვნილების გაზრდა დროზე შენიშნეს. „მოქალაქეებმა კვერცხის მოხმარება გაზარდეს, ხოლო მოთხოვნილების ზრდამ დეფიციტი შექმნა“, - განაცხადა გუტენევმა.

ბოლო თვეებში რუსეთში პროდუქტები სტაბილურად ძვირდება. ყველაზე დიდი ზრდა ქათმის კვერცხზე შეინიშნებოდა, რომელიც ნოემბერში 15,1%-ით გაძვირდა, ხოლო წლის განმავლობაში ფასის ზრდამ 40,3% შეადგინა. რუსეთის სხვადასხვა ქალაქში შედარებით იაფ კვერცხზე რიგები გაჩნდა, ხოლო მაღაზიებმა თითო პირზე გაყიდულ კვერცხზე შეზღუდვა დააწესეს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქათმის კვერცხის მაღალი ფასი მოსახლეობის შემოსავლის ზრდით არის გამოწვეული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა