თეგებით ძიება

ძაღლს ასაფეთქებელი აუფეთქეს პირში! ახლა ვინაა ცხოველი გამაგებინეთ! - ნათია ბერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი ნათია ბერიძე წყალტუბოში მომხდარი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს:

წყალტუბო ჩემი ქალაქი წყალტუბოს გვერდი. ასაფეთქებელი აუფეთქეს პირში! ან გამოიძიეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ან მართლა ყელშია უკვე სულ ცხოველების ბრალი რომ ხდება, იმას უკბინა, ამას უკბინა! ახლა ვინაა ცხოველი გამაგებინეთ! რა ხდება ამ ქვეყანაში რა დამპალი ადამიანები არსებობენ. მაკანკალებს ისე ცუდად ვარ! ვერ ვჩერდები, როგორ ტირის ტკივილით, რა დღეშია. მეზიზღება უკვე ასეთი ცხოვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტი  ყელშია ამდენი უსამართლობა! მართლა გავალთ და დავდგებით ქუჩაში ყველა და მერე ხომ მოგვარდება!  - წერს ნათია ბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა